2011 წელს ბესიკ ხარძიანთან წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით ადვოკატი ციხეში შეუშვეს კანონის დარღვევით ბზობა დღეს (კვირას), როდესაც, როგორც წესი ადვოკატებს ციხეში შესასვლელად და მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ

2011 წელს ბესიკ ხარძიანთან წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით ადვოკატი ციხეში შეუშვეს კანონის დარღვევით ბზობა დღეს (კვირას), როდესაც, როგორც წესი ადვოკატებს ციხეში შესასვლელად და მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ
„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს,“ – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანთან უდესიანის მიერ გაგზავნილი ადვოკატი ციხეში შევიდა კანონის სრული დარღვევით.
„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს. გამოდის, რომ ადვოკატი ციხეში შეუშვეს უკანონოდ, კანონის დარღვევით და ხარძიანს გადასცა რაღაც დანაბარები, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს. კიდევ ვიმეორებ ბზობის დღესასწაულზე, როგორც წესი ადვოკატებს მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ და ციხეში არ შედიან თუ, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ ეხება. მართალია ჩვენ ვიცით, რომ ხარძიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ადვოკატისთვის, ეს ცნობილი არ იყო, როგორც თავად ამბობს. ეს მართლა საოცრებაა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხალხს ეუბნებიან ამირჩიე, რომ მერე ყველა გავიდეთ გარეთ ქუჩაში, გავაჩერო მეტრო, ავტობუსები, ნაგვით გაივსოს ქალაქები და ა.შ ეს არის იმ ადამიანების დაპირება, რომლებიც ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთ მოუვლიან თვითმმართველობებს

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში