2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, საკანში მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე შევიდა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტისთვის გადაეცა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, დაჩი ცაგურიას უთხრა, რომ ის ცემის ღირსი იყო და იმიტომაც სცემეს.
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. მოვიდა და მაშინვე აგდებული დამოკიდებულებით, აბა ერთი სად ხარ დამენახეო, მაშინვე ვუთხარი რა გინდა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეო ხო იციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარო. ხო და ხომ ხედავ ნაცემი, ნაწამები ამ მდგომარეობაში ვარ და ხომ ხარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხო და გაყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენს პარლამენტს და შენი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულო, მოვუყევი ყველაფერი რაც ხდება-თქო.
მიყურებს მიყურებს და იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, დიახაც საცემი იყავიო, ახალაიაზე შენ ხმას როგორ იღებო, ქვეყნის პატრიოტებზე, მიშაზე ხმას როგორ იღებ, მიშა რომ არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდაო და რაღაც სისულელეები. გავოგნდი და ვკითხე ხომ არ მეშლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ ხარ-თქო. მოდიხარ და ნაცემ პატიმარს მეუბნები, რომ ღირსი ვიყავი-თქო და კიო, ღირსი იყავიო. თავზე დავახურე, გავეცი პასუხი, ვინც და რაც იყო, მაგრამ მასთან დისკუსია აღარ მინდოდა. ვუთხარი შემიყვანეთ კამერაში აღარ მინდ ამასთან ლაპარაკი-მეთქი“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში