2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო, ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი – ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო

2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო, ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი – ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო
[2008 წლის] 7 აგვისტოს, 5 საათზე დამიბარა პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა, მაშინ უკვე პოპოვთან კონფლიქტი იყო და ჩოჩიევთან შეხვედრა ვერ მოახერხეს და ასე მითხრა, რომ ახლა მეც განცხადებას ვაკეთებ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, იქნებ თქვენც გააკეთოთ მიმართვა იმ ოსების მიმართ. თუ კიდევ დღეს რამე დარღვევა მოხდება, ეგრევე უნდა შევიდეთო [ცხინვალში], – ამის შესახებ 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ სწორედ ქართველების ცხინვალში შესვლას ელოდნენ რუსები და მათ გეგმაც ჰქონდათ, ქართული ჯარის შესვლის შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, მაშინდელი პრეზიდენტისგან მიიღო პასუხი, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო.
“ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი, რომლებიც ამზადებდნენ გეგმას, ქართული ჯარი რომ შევა, რა უნდა გააკეთონ იქაურებმა. რუსები ამას ცდილობენ და ზუსტად ასე ვუთხარი. [სააკაშვილმა მიპასუხა] ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, ნუ გეშინიაო. ვიცოდი, რომ რუსები ამზადებდნენ ოსებს, შეიარაღებულ ძალოვნებს. რუსები იძახდნენ, ქართული ჯარისკაცები და ტანკები რომ შემოვლენ, ამ ადგილზე უნდა იყოთ. ერთი დღე გინდათ თქვენ რომ აქ იომოთ და მერე ჩვენც ჩამოვალთო.” – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში