2008 წლის ომი იყო ომამდე გაყიდული და ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა – ეს იყო ქართული სახელმწიფოს ღალატი

იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა და ეს ხალხი დღეს ომზე გვესაუბრება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ საქართველოში და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა.
„2008 წლის ომი იყო ომამდე გაყიდული და ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა – ეს იყო ქართული სახელმწიფოს ღალატი. იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა. ეს გადმოცემით არ ვიცი – იქ იყვნენ ჩემი მეგობრები და ზუსტად ვიცი, რა გაიარეს მათ. ჩვენი გმირი, გარდაცვლილი ბიჭების ცხედრები ძირს ეყარა და მათ გადმოსვენებაზე არავინ ფიქრობდა. ერთადერთი ძალა, რომელმაც შეძლო, რომ შესულიყო კონფლიქტის ზონაში და ჩვენი გმირი ჯარისკაცები გადმოესვენებინა, საპატრიარქო იყო. და ეს ხალხი დღეს ომზე გვესაუბრება.
თუნდაც, უკრაინის ომი რომ ავიღოთ მაგალითად, რადიკალებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ აქ და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა. [ომი და მეორე ფრონტი] სურთ იმიტომ, რომ მშვიდ პოლიტიკურ გარემოში მათი პოლიტიკური რეინკარნაცია ვერ განხორციელდება და ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ დასავლეთისგან და ევროპელი პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს