“2008 წელს პროვოკაცია აშშ-მ მოამზადა, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა:
“NATO-ის იგივე წევრებმა, რომლებიც ახლა ეუთოს მინისტერიალში იღებენ მონაწილეობას, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე თბილისი და გაწევრიანებით მიიზიდეს. მიზანი მარტივი იყო – რომ ისინი ს წინააღმდეგ განეწყოთ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციით მოვიდა, 2008 წლის აგვისტოში დაუყოვნებლივ შეასრულა კარტ-ბლანში, რომელიც მას ბუქარესტში გადასცეს. მან ბრძანება გასცა დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და თავს დასხმოდნენ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც იქ ეუთოს ნებაყოფლობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია -ის მიერ იყო მომზადებული, რომელმაც საქართველოში წვრთნისა და შეიარაღების პროგრამა განახორციელა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა”
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობის გამო, სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა მ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა.
ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრება.