2008 წელს ოკუპანტებს რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ყველას სია ჰქონდათ იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად – დან ჩვენმა ახლობლებმა გაგვაფრთხილეს, ხეობაში შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო

2008 წელს ოკუპანტებს რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ყველას სია ჰქონდათ იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად – დან ჩვენმა ახლობლებმა გაგვაფრთხილეს, ხეობაში შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო
კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოს დატოვა მოსახლეობამ ხეობა, ხოლო, ორ დღეში ეს ადგილი ოკუპანტებმა დაიკავეს, რომლებსაც დატოვებული დახვდათ სამხედროების პირადი მონაცემები.
როგორც გერლიანი იხსენებს, აფხაზეთიდან ახლობლებმა გააფრთხილეს კოდორის მაცხოვრებლები იმის თაობაზე, რომ ოკუპანტებს სიები ჰქონდათ და შესაბამისად, ხეობაში არ უნდა შესულიყო ის ხალხი, ვისაც შეხება ჰქონდა სამხედრო დანაყოფთან, ფორმირებებთან ან პოლიციასთან.
„2008-ში, 11 აგვისტოს რომ გამოვედით ჩვენ, 13-ში შევიდა უკვე ოკუპანტის ძალები. ის ორი დღე, არავინ შესულა, მანდ მერე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო უპრობლემოდ შესვლა, რამდენიმე დაბრუნდა, დაახლოებით 16-17 აგვისტოს შედიოდა მოსახლეობა, მანქანებითაც შევიდნენ, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, მარგამ, აფხაზეთში ჩვენ ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ერთად გაზრდილები ვართ, ძალიან ბევრს ჰყავს დედა ქართველი, ბევრი ქართველი ცხოვრობს მანდ და დაირეკა იქიდან, გაგვაფრთხილეს, რომ თუ რომელიმე ხართ ნამყოფი რომელიმე სამხედრო დანაყოფში, პოლიციაში ან სამხედრო ფორმირებაში, კაციშვილმა შემოსვლა არ გაბედოთ – ყველას სიები დახვდათ აქ და ყველას სიები იციან. დაგიძახებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აქ ნელ-ნელა დაიწყება დაკავებებიო. ეს გაფრთხილება მივიღეთ და ამის მერე, ვინც იყო ნამყოფი „მონადირეში“, თუნდაც მერე, 2006-07 წლებში ანდა 2008-ში არავინ შევიდა [კოდორის ხეობაში] და ფაქტობრივად გადარჩნენ ეს მებრძოლები იქაურ დაკავებებს,“ – აღნიშნა თორნიკე გერლიანმა.
მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ, სამუშაო მაგიდების უჯრებში ხელუხლებლად იყო სიები დატოვებული და ინტერნეტშიც მოიძებნება მასალა, როგორ გამოაქვთ ჩხალთის პოლიციის შენობიდან ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები.
„ყველაფერი დატოვეს, არანაირი განადგურება არ ყოფილა, როგორც იყო სამუშაო მაგიდებში, ისე დატოვეს სიები და რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ბოლომდე, ყველას სია ჰქონდათ. იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად, იქ დარჩა ყველანაირი სია. ჩვენ ეს ვიცით იმათგან, ვინც ჩვენი ახლობლები არიან, გვითხრეს, რომ აქ შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო. კადრებიც არის მაგათი, როგორ შედიან ოთახებში 2008-ში, ინტერნეტში, „იუთუბზე“ არის, როგორ გამოაქვთ სიები ჩხალთის პოლიციის შენობიდან და ერთი-ორი პოლიციელის მოწმობაც დაურთეს, ეტყობა დარჩათ. იარაღიც ხომ დარჩათ, იარაღი პირდაპირ ქუჩაში ეყარა. ძალიან ბევრი საწვავი იყო სოფელ აჟარაში. ადგილობრივებიც მუშაობდნენ იქ ტრაქტორებზე და იძახდნენ, რომ 30 ავზისთვის გაკეთდა თხრილები და ეს ავზები იყო თითო 30 ტონიანი თუ არ ვცდები – 30 ტონიანი 30 ავზი, მარტო აჟარაში დარჩა. თუ არ ვცდები, ასეთი სამი ლოკაცია იყო: გენწვიშში, აჟარაში და ტიშში, სადაც თავდაცვის ძალები იდგა.“ – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
Previous: საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას