2005 წლიდან ოკეანეები თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად თბება – კვლევა

2005 წლიდან მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი გაორმაგდა – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური „კოპერნიკი“ იტყობინება.
ოკეანეების დათბობა ქმნის უფრო ძლიერ და დამანგრეველ შტორმებს და ქარიშხლებს, ასევე არღვევს ეკოსისტემებს და არღვევს ოკეანეში საკვები ნივთიერებების ბალანსს.
ოკეანე სტაბილურად თბება 1960-იანი წლებიდან და დაახლოებით 20 წლის წინ დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა, ამბობენ ექსპერტები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა.
მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა შთანთქა სათბურის გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი.
ადრე ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა კოპერნიკმა შეაფასა, რომ 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ 1,52 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ. გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირებაა.
2050 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების გამონაბოლქვი იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ყველა მათგანი ბუნებამ შეიწოვოს (მაგ. ხეებმა). ეს მიზანი ევროკავშირმა დაისახა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, რაშიც მთავარი წვლილი სათბურის გაზებს მიუძღვის.

ასევე დაგაინტერესებთ