“2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, 31 მარტის რეფერენდუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად” | ნიკა გვარამია
“2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, 31 მარტის რეფერენდუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, 31 მარტის რეფერენდუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად. ვარდების რევოლუცია საქართველოს, როგორც თანამედროვე დასავლური სამყაროს ნაწილის დაბადების დღეა. რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ გადაწეროს ისტორია და გადააფასოს ვარდების რევოლუცია – გადაარქვას სახელები, შეცვალოს სასკოლო სახელმძღვანელოები, ამუშაოს პროპაგანდა, დაიჭიროს, მოკლას, წაშალოს, დაგაფხიკოს – ეს საკითხი უდაოდ პოზიტიურია და ასეა სწორედ ჩაბეტონებული ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში და ძვრას ვერ უზამს. ზემოთ მოხსენიებული სამიდან, ორი თარიღის მთავარი შემოქმედი ზვიად გამსახურდია სწორედ ამის გამო მოკლეს. მესამის მთავარი შემოქმედი მიშა სააკაშვილი სწორედ ამის გამო დღეს პოლიტპატიმარია, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თავადვე (და შეგნებულად) გვაჩვენეს ეთერში და მისი სიცოცხლე ყოველდღიურ საფრთხეშია. ისტორიის გამეორება წარსულში დაბრუნებაა. მომავალში წასვლა თუ გვინდა, ეს არ უნდა მოხდეს: სააკაშვილი უნდა გადარჩეს და გათავისუფლდეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს! სინათლე ბნელზე აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო სწრაფად წავა წინ!, – წერს ნიკა გვარამია.