2000-მდე მოქალაქეს კოვიდის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ

საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, 2000-მდე ადამიანს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ. საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი პარლამენტს გადაუგზავნიან.
პრემიერმა ირაკლი მ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ 1855 ადამიანსა და 38 კომპანიას. ჯამში საუბარია 5 600 000 ლარზე.
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა“, – თქვა მ.
თითქმის ორი წელია, საქართველოში გაუქმებულია კოვიდრეგულაციები. პანდემიის დროს, 2020 წლის მარტიდან კი საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის იყო იზოლაციის, გადაადგილების, შეკრებების აკრძალვისა და პირბადის სავალდებულო გამოყენების შესახებ შეზღუდვები.
საქართველოს პარლამენტმა დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია 2021 წელსაც გამოაცხადა, თუმცა გარკვეული რეგულაციები მას შემდეგაც მოქმედებდა. ჯარიმები, რომელთა გაუქმებაზეც მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ, სწორედ ამ პერიოდის შემდეგ არის დაკისრებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი