200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი – საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. სა და კომაროვის STEM სკოლის პროექტი 2023 წლიდან ხორციელდება და წელს სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო. ამჯერად, შემოდგომის ნაკადზე მონაწილეობის მისაღებად VII-XI კლასის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 200 ახალგაზრდა შეირჩა, რომელთაგან 30 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.
STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
შეგახსენებთ, რომ STEM-ი აბრევიატურაა, რომელიც მომავლის მიმართულებებს – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა აერთიანებს. შესაბამისად, STEM სკოლის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა დარგის სპეციალისტებისგან.