ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ამნისტია დაანონსა. ამნისტრია 20 ათასზე მეტ პირს შეეხება. ოფიციალური ვერსიით, ალიევმა ამნისტია “კონსტიტუციის წელს” მიუძღვნა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.
„ამნისტიის შესახებ პროექტის თანახმად, სასჯელისგან ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში, მათ შორის სამამულო ომსა და 2023 წლის 19–20 სექტემბერს ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ასევე, ამ ოპერაციების დროს დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ახლო ნათესავები და ის პირები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო პროვოკაციის შედეგად დაშავდნენ“, – წერს გამოცემა.
ასევე, გამოცემის ცნობით, ამნისტია „ქალებს, 60 წელს მიღწეულ პირებს და დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანებს“ შეეხება.




