ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის სამი პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღეს 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.