“უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან 28 თებერვალს მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა ამჯერად დიდ დიღომში, “ლელო არენაზე” დაიწყება.
გუნდები ზაფხულში გასამართი 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და პირველი თამაში 23 თებერვალს “ავჭალაზე” გამართეს. რადგან ორივე გუნდში სელექციის პროცესია, მხარეთა შეთანხმებით გუნდებმა განვლილ მატჩში მოთამაშეთა მაქსიმალურ რაოდენობას მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა – საქართველომ 37, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 30 მორაგბე ჩართო საქმეში.
“ავჭალაზე” შეკრებილმა მაყურებელმა თვალსასეირო თამაში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში მეტოქე 3 ლელოთი დაწინაურდა, ლადო კილასონიას შეგირდებმა საოცარი თამაში
შემოგვთავაზეს და სხვადასხვა სტილში 5 ლელო გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 38:29.
მეორე თამაში რეგლამენტის სრული დაცვით გაიმართება და გუნდებს განაცხადში 23-23 მოთამაშე ეყოლებათ. “უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში სამი ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომელთაც წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ცენტრი გიორგი ხაინდრავა აფრიკელებს პირველივე წუთიდან შეუტევს, ბურჯი ალიკა ბაჩოშვილი და მესამეხაზელი ლუკა ნარსია კი მარქაფაში არიან.
დამწყები მორაგბეებს შორის 7, ხოლო მარქაფაში 3 ლეგიონერია.
ორმატჩიანი ტესტ-სერიის მეორე შეხვედრა
თბილისი. „ლელო არენა“. 15:00
საქართველო – სამხრეთ აფრიკა
საქართველო:
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. გივი სოსელია (ხვამლი), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);
შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. თემურ წულუკიძე (ოიონა), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. ირაკლი უსუბიანი (სურენსი), 17. ალიკა ბაჩოშვილი (ვეფხვები), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. ლუკა ნარსია (აია); 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
Rugby.ge