სანამ საქართველოს ირლანდია ეწვევა და 5 ივლისს “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსნებს” დაუპირისპირდება, ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს იტალიაში, კალვიზანოში შეერკინებიან.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა 29 ივნისს, 20 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. ოთხიდან სამ შემთხვევაში ანგარიშში სხვაობა ერთ გარდასახულ ლელოზე ნაკლები იყო. ოთხიდან ერთ შემთხვევაში გამარჯვება “უმცროს ბორჯღალოსნებს” დარჩათ.
საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს ითამაშა და ირლანდიას ჯგუფურ ეტაპზე, მანჩესტერში დაუპირისპირდა. მეტოქემ 35:7 გაიმარჯვა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა.
2017 წელს ირლანდიას თბილისში, “მიხეილ მესხზე” მე-9 ადგილისთვის ვეთამაშეთ და დაძაბულ მატჩში მეტოქემ 24:18 გაიმარჯვა.
2018 წელს ირლანდიელებს საფრანგეთში, ნარბონში ვეთამაშეთ და ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 24:20 გავიმარჯვეთ.
“უმცროს სამყურებს” ბოლოს შარშან, სამხრეთ აფრიკაში ვეთამაშეთ და სტელენბოშში ირლანდიამ 22:16 გაიმარჯვა.
Rugby.ge
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა
20 წ. | ოთხი ცვლილებით ირლანდიასთან
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ირლანდიასთან მოედანზე “ცეცხლი დაანთეს” და პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს
გილოცავთ – “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]
ᕡᓐ
ირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს – “გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან” დავმარცხდით
“უმცროსი ბორჯღალოსნები” მსოფლიო ჩემპიონატისთვის “შევარდენის ბაზაზე” ემზადებიან
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
U20. ბოლო წამების დრამა – “უმცროსი ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დამარცხდნენ
