საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სელექციამ, სამხრეთ აფრიკულ ‘კუდუს' 16 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი უპირატესობით, 106:0 აჯობა.
პრეტორიელები თბილისს სამი ასაკობრივი გუნდით გუშინ ეწვივნენ და დღეს „რაგბი პლატოზე“ ქართულ გუნდებთან თამაშები გამართეს – 16-წლამდელებმა ‘აკადემიასთან', 18-წლამდელებმა ‘რაშებთან' და 20-წლამდელებმა საქართველოს ნაკრების სელექციასთან. სასიამოვნოა, რომ სამივე შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, უმთავრესი კი ის გარემო იყო, რომელიც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე შექმნეს.
20-წლამდელებისთვის, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ეს პირველი თამაში იყო. გუნდებს ერთმანეთთან კიდევ ორი შეხვედრა უნდა გაემართათ (4 და 7 დეკემბერს), თუმცა სტუმართა თხოვნით გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 7 დეკემბერს შეხვდებიან.
თამაშის დამთავრების შემდეგ 20-წლამდელთა მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე სელექციის პროცესის შესახებ გვესაუბრა:
„სელექციის ორი ეტაპი გავიარეთ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ადგილობრივი კლუბებიდან ამ ეტაპისთვის 36 მოთამაშე შეირჩა და სამხრეთ აფრიკელებთან შეხვედრებიც სელექციას ემსახურება. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ექნება. სამწუხაროდ, ამ თამაშში მეტოქემ სირთულეები ვერ შეგვიქმნა, თუმცა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მომდევნო შეხვედრისთვის შემადგენლობაში გვექნება ცვლილებები“.
„დეკემბერში ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან და გვექნება წლის ბოლო, დასკვნითი შეკრება, რომლითაც შეიძლება ითქვას სასელექციო პერიოდი დასრულდება და ახალი წლის შემდეგ გაგრძელდება მზადება 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის“.
Rugby.ge
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | ცვლილებები რაზმში
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო – საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან




