სერია A-ს მეოთხე ტურში „ემპოლიმ“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს – 0:0.
მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8.
აღსანიშნავია, რომ “ემპოლის” გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ემანუელ გიასის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 20
სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.
ემპოლი – იუვენტუსი 0:0
მართლა ძალიან მაგრა ითამაშა ერთადერთი შეცდომა ქონდა ისიც წინ პასის დროს იუვემ სახიფათოდ რომ შეუტია მერე და იქვე გამოასწორა ის შეცდომა ! და იმ უნამუსო whoscored-მა 6.8 მტი რო არ გაიმმეტა @ არც სხვებმა გაიმეტეს ობიექტური შეფასება-ჩემი აზრით მინუმუმ 8.0 ეკუთვნოდა ! ერთი ისაა ცუდი რომორივე საბა ესეც და საზონოვიც ერთ პოზიციაზე თამაშობენ ((