“20 წლის ასაკში დაახლოებით, 500 პარტნიორი ჰყავდა შეცვლილი… ჰყავს 7 შვილი და კიდევ სამის ყოლას გეგმავს” – მოკრივე ტაისონ ფიურისა და მისი ცოლის დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი, ბოშური ცხოვრების წესები და ფიცი, რომელიც გატეხა – Marao
ტაისონ ფიური – ამოუცნობი, ადამიანი-დრამაა. ის დათქმულ ვადამდე 7 კვირით ადრე დაიბადა და ინკუბატორში სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. 2010-იანებში ფიურიმ უმძიმესი დეპრესია დაამარცხა, პარალელურად, ის ებრძოდა ჭარბწონიანობას, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. იყო დრო, როდესაც სუიციდს აპირებდა, ამის შესახებ ფიურიმ თავად მოყვა.
ამ ურთულესი გზის დაძლევაში ცოლი, პერისი ეხმარებოდა. მოკრივე და პერისი 15 წელია ერთად არიან, ზრდიან 7 ბავშვს და კიდევ 3 გეგმაში ჰყავთ.
ისევე როგორც ტაისონი, პერისიც ბოშების ოჯახში დაიბადა. მათ ცელიბატი, ანუ დაუქორწინებლობის შესახებ ფიცი ჰქონდათ დადებული.
მოგვიანებით მოკრივე იხსენებდა, რომ 20 წლის ასაკში დაახლოებით, 500 პარტნიორი ჰყავდა შეცვლილი.
ფიურის ზედმეტსახელი – “ბოშების მეფეა”, ეს მის წარმომავლობაზე მეტყველებს. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნო. მაშინ ტაისონი 17 წლის, ხოლო პერისი – 15-ის იყო. ახალგაზრდები ერთმანეთს მოკრივის დეიდამ, ტერეზამ გააცნო.პირველი გაცნობა მთლად სასიამოვნო არ აღმოჩნდა: ტაისონმა პერისი სინდის (ბარბის მეორეხარისხოვანი ვერსია) შეადარა, რაც გოგონას ეწყინა.
მეორედ ისინი პერისის მე-16 დაბადების დღეზე შეხვდნენ, რის შემდეგაც ურთიერთობა დაიწყეს. უკვე მეორე პაემანის შემდეგ, ტაისონმა ოჯახს განუცხადა, რომ გოგოს ცოლად მოყვანა სურდა. მოგვიანებით პერისმა აღიარა, რომ ბიჭი პირველივე შეხვედრიდან მოეწონა: “თავიდანვე მომეწონა – ძალიან განსხვავდებოდა სხვა ბიჭებისგან. პაემანზე ბევრჯერ დამპატიჟა, მაგრამ სულ უარს ვეუბნებოდი“.
2008 წლის ნოემბერში წყვილმა იქორწინა, თუმცა ქორწილი ფიურის იმპულსურობის გამო, კინაღამ ჩაიშალა. მას სურდა, რომ დღესასწაული რამდენიმე თვით გადაეტანა, რათა შეჯიბრებების გრაფიკში ჩამჯდარიყო. საქმე ისაა, რომ ამის შესახებ არც უშუალოდ პერისს, არც მის დედას არაფერი უთხრა, როდესაც გოგომ ეს გაიგო, მოკრივესთან ურთიერთობა დაასრულა.
“ტაისონის სამყაროში ჩვენი ულამაზესი დღის, ისევე როგორც მისი ბრძოლის გადატანა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. თუმცა მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ერთ კონფლიქტს მეორე მოსდევდა, მეორეს – მესამე. მორიგი დიდი კამათის შემდეგ, ქორწილის გაუქმება და ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა გადავწყვიტე. მას ეგონა, რომ ვხუმრობდი, მაგრამ, როდესაც ველაპარაკე და მთელი სიმართლე ვუთხარი, მიხვდა, რომ ძალიან სერიოზულად ვიყავი განწყობილი“, – ამბობს პერისი.
განშორება დიდხანს არ გაგრძელდა. ფიური იბიცადან დაბრუნდა, წყვილმა ურთიერთობა გააგრძელა. “ტაისონმა ემოციური მესიჯი გამომიგზავნა. ის ამბობდა, რომ ვერ იჯერებდა, რომ ურთიერთობაზე უარი ასე მარტივად ვთქვი და ის აზრი, რომ შეიძლება მე სხვა კაცს შევხვედროდი, მისთვის წარმოუდგენელი იყო“, – იხსენებს პერისი.
2008 წლის ნოემბერში წყვილმა გოგონას მშობლიურ ქალაქში დონკასტერში ბოშების ტრადიციებით იქორწინა. მაშინ პერისი 18 წლის იყო. ქორწილზე 300 ადამიანამდე შეიკრიბა. რამდენადაც მორწმუნე კათოლიკები იყვნენ, ქორწინებამდე ერთად არასდროს დაუძინიათ. “მაშინაც კი, როდესაც დავინიშნეთ, ტაისონს ჩემი მშობლების ტრაილერში ეძინა, ხოლო მე – სახლში“, – ამბობს ცოლი.
ფიურის ქორწინებამდე რამდენიმე ასეული პარტნიორი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნანობს. “ეს ერთადერთია, რასაც ვნანობ – სექსი ქორწინებამდე. მეხსიერებიდან ამის წაშლა რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად იდეალური იქნებოდა. მე ალბათ, 500-ზე მეტი სექსუალური პარტნიორი მყავდა, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი“, – სინანულით ამბობს ფიური.
ამასთან, ფიური პერისისთვის პირველი და ერთადერთი პარტნიორია, გოგონას მშობლები 16 წლამდე ბიჭებთან შეხვედრასაც კი უკრძალავდნენ.
2015 წელს ფიურიმ მძიმე წონის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მან ლეგენდარული ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. ბოშას მოგების თითქმის არავის სჯეროდა და ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ჩანდა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, მთელი მისი ცხოვრების მიზანი იყო, რომ ვლადიმირი დაემარცხებინა. ზუსტად ამიტომ, როდესაც მიზანს მიაღწია, თითქოს ცხოვრების აზრიც გაუქრა. მან ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი.
დარდის შემსუბუქებისთვის კი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. დაეწყო დეპრესიაც.
შემდეგ კარიერაც დაასრულა და 3 წელი რინგზე აღარ გასულა. არადა, ეს იყო მისი “ოქროს წლები“, როდესაც მძიმე წონოსანი მოკრივის სხეული და მონაცემები პიკშია.
მოკრივე უკონტროლო ხდებოდა. როდესაც მისი ცოლი ორსულად იყო და შვილის გაჩენას ელოდებოდა, ფიური სახლში დღეობით არ იყო ხოლმე. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მოკრივე ახლო მაღაზიაში გასულა და მერე დღეს აშშ-ში, ნიუ-იორკში გაუღვიძია.
პერისი ამ დეპრესიის დროს ფიურის საყრდენი იყო. პირველად მაშინ გაუცრუვდა იმედი, როდესაც ფიურის დოპინგ-ტესტში კოკაინის კვალს მიაკვლიეს. “ასე განადგურებულად თავი არასდროს მიგრძვნია. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ბოლო წვეთი იყო და ჩვენი ქორწინება ამდენს ვეღარ გაუძლებდა. მაგრამ როგორც აქამდე გამიკეთებია, ჩემ თავს უბრალოდ ვუთხარი, მოითმინე და ეს ქარბუქი გადაიტანე“, – ამბობს ცოლი.