20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა იტალიასთან გამართა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ იტალიელი თანატოლები ანგარიშით 28:17 დაამარცხეს.
შეხვედრა უმცროსი „ბორჯღალოსნების” უპირატესობით წარიმართა. ქართველმა მორაგბეებმა ჯამში სამი ლელო დადეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამარცხა.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა” ჯგუფური ეტაპის შეხვედრები სამხრეთ აფრიკასთან 11:35, ირლანდიასთან კი 16:22 დათმეს.

ასევე დაგაინტერესებთ