20 წელი მიესაჯა კაცს, რომელიც 7 წელი სისტემატურად აუპატიურებდა დისშვილს – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, – აცხადებს ორგანიზაცია.