20 მარტიდან სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

20 მარტიდან სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში U07-U17 ასაკობრივ კატეგორიებში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე იასპარეზებს. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ანასტასია კირთაძე, ასევე, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორები: ბარბარე აშოთია, ნინო ლიპარტია, სარა სალთხუციშვილი, სოფია ლიმარი, ერეკლე ტაბატაძე, ლუკა ქუნთელია, გიორგი წულაია, ანდრია ყუბანეიშვილი.
„ჩვენმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს სასკოლო პირველობაზე საქართველო არაერთხელ ასახელეს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ჩემპიონატიც არ იქნება გამონაკლისი – ჩვენი მოზარდები ახალი გამოცდილების შეძენასთან ერთად, ღირსეულ შედეგსაც აჩვენებენ,“ – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მოზარდთა ნაკრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და პაშა-ბანკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას