20 ივლისს ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

“ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 20 ივლისს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება”,- ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალო სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება.
“მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება. მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც. საფესტივალო სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ. ფესტივალის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს