20%-იანი ფასდაკლება „ბექას სკოლის“ კორპორაციულ ინგლისურის კურსებზე

თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ გუნდის კმაყოფილებაზე, არამედ კომპანიის წარმატებაზეც. ინგლისური ენის ცოდნა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული „ბექას სკოლის“ კორპორაციული სერვისი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე დამკვეთებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი.
„ბექას სკოლის“ შესახებ
„ბექას სკოლა“ 2016 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინგლისური ენის ცენტრს, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებში, ასევე კომპანიებს შორის. წელს სკოლამ უკვე საკუთარი ინგლისურის გრამატიკის საავტორო სახელმძღვანელოების სერიაც გამოსცა.
სკოლას 25-ზე მეტი მასწავლებელი ჰყავს ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან, რომლებიც 8 წლის განმავლობაში უკვე 14,000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარნენ თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენის დაუფლებაში.
კორპორაციული სერვისი და პარტნიორობა
სკოლა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს მათ თანამშრომლებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. “ბექას სკოლის” კორპორაციული შეთავაზება მოიცავს კურსების ფართო სპექტრს, რომლებიც მორგებულია ქართველი სტუდენტების საჭიროებებზე და ეფუძნება თანამედროვე მიდგომებს.
ამ სერვისით უკვე სარგებლობს 50-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, მათ შორის არიან – , McDonald’s, რადიო თავისუფლება, TBC ბანკი, UNDP და სხვა.

სწავლების მეთოდოლოგია და პროცესი
კორპორაციული კურსები მიზნად ისახავს თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენის სწავლებას, რაც გულისხმობს კომპანიის თანამშრომლებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესებას და რეალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
· კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებამდე, „ბექას სკოლა“ სწავლობს ორგანიზაციის მოთხოვნებს და სთავაზობს მასზე მორგებულ კურსს.
· „ბექას სკოლა“ უზრუნველყოფს კურსების ადაპტაციას კომპანიების საჭიროებებზე. სურვილის შემთხვევაში, გუნდისთვის იქმნება სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას და “ქეისებს”. კურსის განმავლობაში, ფოკუსირება ხდება ენის იმ ასპექტებზე, რაც კომპანიის თანამშრომლებისთვის არის პრიორიტეტული.
· სასწავლო პროცესი მოქნილია და სრულად მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებს: გაკვეთილების დრო, ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება კომპანიის სურვილის და საჭიროებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები და კურსის ადაპტაცია ასევე შესაძლებელია სწავლების პროცესშიც, თუ ახალი საჭიროებები გამოიკვეთა. იგივე მიდგომა ვრცელდება დასვენების პერიოდებზე – კომპანიასთან შეთანხმებით განისაზღვრება სასწავლო და დასვენების დღეები.
· სწავლება შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისში, ასევე ონლაინ ფორმატში. ძირითადად, კომპანიები ონლაინ ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის მეტ მოქნილობას სთავაზობს თანამშრომლებს, განსაკუთრებით შვებულებების პერიოდში.
· კურსის დაწყებამდე, მოსწავლეების ცოდნის დონე ფასდება “ბექას სკოლის” ენის ცოდნის დასადგენი უფასო ტესტით და ინდივიდუალური ინტერვიუთი. კურსის განმავლობაში, მასწავლებლისგან ყოველთვიურად გაიცემა რეკომენდაციები და პროგრესის ამსახველი რეპორი თითოეულ თანამშრომელზე. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრესის შეფასება და უკუკავშირი
„ბექას სკოლა“ რეგულარულად აწვდის უკუკავშირს კომპანიის მენეჯმენტს თანამშრომლების პროგრესის შესახებ. ყოველი თვის ბოლოს, მასწავლებელი ქმნის თანამშრომლების ინდივიდუალურ რეპორტს, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს აჩვენებს თანამშრომლების პროგრესს და გაკვეთილებზე დასწრების მონაცემებს.
ასევე, მოსწავლეებს ეგზავნებათ ანონიმური უკუკავშირის ფორმა, სადაც შეუძლიათ გამოხატონ თავისი აზრი და მიაწოდონ სკოლას უკუკავშირი სასწავლო პროცესზე, მასწავლებელზე, მასალებზე და ა.შ.
მუდმივი უკუკავშირი მენეჯმენტთან და სტუდენტებთან იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, დროულად იქნას შეტანილი ცვლილებები სასწავლო პროცესში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
ყველაზე მოთხოვნადი კურსები
„ბექას სკოლაში“ ყველაზე პოპულარული კურსებია – ზოგადი ინგლისურის და სასაუბრო კურსები.
ზოგადი ინგლისურის კურსი სკოლის ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც მოიცავს ენის ყველა კომპონენტს – speaking, listening, reading, writing, grammar, vocabulary. ხოლო, სასაუბრო კურსი უფრო მეტად საუბრის და მოსმენის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და უცხოელ მასწავლებელთან მუშაობის შედეგად ეხმარება მოსწავლეებს პასიური ცოდნის გააქტიურებაში და საუბრის კომპლექსების მოხსნაში.
ასევე, კომპანიების მხრიდან ხშირადა არის ინტერესი – ბიზნეს ინგლისურის, ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის, ან კონკრეტული სფეროზე ფოკუსირებულ ინგლისურის კურსებზე, როგორიცაა – სამშენებლო, ფინანსური, IT ინგლისური და სხვა. “ბექას სკოლა” ამ მოთხოვნებსაც მარტივად აკმაყოფილებს და დამკვეთს მისი ინდუსტრიის შესაფერის სასწავლო მასალებს და კურიკულუმს სთავაზობს.
სწავლების პროცესი და მასწავლებლები
„ბექას სკოლა“ აერთიანებს 25-ზე მეტ ქართველ და უცხოელ (native speaker) მასწავლებელს, რომელთა უმეტესობა ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელია. დამწყებ დონეებს ქართველი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო უფრო მაღალ დონეებს – უცხოელი (native speaker) მასწავლებელი.
განსაკუთრებული შეთავაზება
დროის ათვლა დაიწყო! 2024 წლის 31 დეკემბრამდე, „ბექას სკოლა“ სთავაზობს კომპანიებს 20%-იან ფასდაკლებას კორპორაციულ სერვისზე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განავითაროთ თქვენი გუნდი და უზრუნველყოთ მათთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინგლისური ენის კურსები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს