20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახლა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, თავად ქმნით განწყობასაც და მოტივაციასაც. იყავით ორიგინალური და შემოიკრიბეთ თანამოაზრეები. მეტ ყურადღებას მოითხოვს პირად-სასიყვარულო სფერო.
კურო
დღეს შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ, ეცადეთ თავადაც გააფერადოთ სივრცე და ატმოსფერო. მიჰყევით გეგმებს, ნუ იქნებით დამოკიდებული სხვებზე, თუმცა რჩევისთვის შეგიძლიათ ახლობელ ადამიანებს მიმართოთ.
ტყუპები
ეცადეთ დაასრულოთ ყველა ის საქმე, რომელიც თქვენს უშუალო ჩართულობას მოითხოვს, მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს, სჯობს თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან.
კირჩხიბი
სჯობს განმარტოვდეთ, გააანალიზოთ ის თუ რა გიქმნით დისკომფორტს, რა გაშფოთებთ, მალე ეს დაძაბული ფონი ჩაივლის და მზად იქნებით განახლებული ძალებით მიიღოთ ახალი დღის გამოწვევები.
ლომი
დღის მთავარი რჩევა – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ იჩქარებთ. ახლა ყველაფერი იმაზე უფრო რთულად გეჩვენებად ვიდრე რეალურადაა. მეტი დრო გაატარეთ გამოცდილ მეგობრებთან ერთად, სწორედ ისინი დაგეხმარებიან განწყობის გამოკეთებაში.
ქალწული
გამოიჩინეთ სიმტკიცე და დასვით წერტილი იქ, სადაც ამის აუცილებლობაა. სასიკეთო დღეა ასევე მავნე ჩვეევბზე სამუშაოდ. შესაძლოა მგზავრობამ საფუძველი ჩაუყაროს ახალ ნაცნობობას, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება.
სასწორი
აქტიურად ხართ ჩართული, როგორც საკუთარი ასევე თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების საქმეების დალაგებაში, რადგან გაქვთ საჭირო ენერგიაც და განწყობაც. ეცადეთ გზებზე მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან არის დანაკარგების ალბათობა.
მორიელი
მატულობს შ და გაღიზიანება, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოიწყოთ კომფორტული ატმოსფერო. მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, ყველაფერს თავის დრო აქვს.
მშვილდოსანი
ეცადეთ მშვიდობიანად მოაგვაროთ ყველა გაუგებრობა, რადგან სამომავლოდ ისინი შესაძლოა მნიშნელოვან ბარიერად იქცეს თქვენი წარმატების გზაზე. ასევე თავი შეიკავეთ კოლეგებისა და ახლობლების მიმართ კრიტიკულ და ირონიულ შენიშვნებზე.
თხის რქა
სიახლეებით დახუნძლული დღეა, ეცადეთ თქვენი საქმეების მოგვარებასთან ერთად სხვებსაც დაეხმაროთ, ამგვარად გარშემომყოფები თქვენს მიმართ მეტი პატივისცემითა და სიმპატიით განეწყობიან.
მერწყული
იყავით ობიექტური და რაციონალური, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და ნუ დაღონდებით თუ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ. მომდევნო დღეებში ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდება.
თევზები
გაწერეთ დღის გეგმა, გადაანაწილეთ საქმეები ქრონოლოგიურად, მისი მნიშნელობიდან გამომდინარე. სამსახურთან დაკავშირებით შესაძლოა მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ.