20 იანვრიდან დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა – ორბანი

სამშაბათს, დილიდან ახალი მზე ამოვა დასავლურ სამყაროზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხდა.
ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს.
ვიქტორ ორბანმა დემოკრატების ადმინისტრაციის „მწარე, რთულ და მტკივნეულ“ დასასრულს გარდამტეხი მომენტი უწოდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წლის პრეზიდენტ ტრამპს გაყალბების გზით მოჰპარეს და ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა.
ორბანმა ასევე ხაზი გაუსვა კონტრასტს რესპუბლიკურ ნაციონალიზმსა და დემოკრატიულ გლობალიზმს შორის, რომელიც, მისი თქმით, მოქმედებს ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა „ჯორჯ სოროსის“ ქსელი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა დემოკრატები ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟის ხელშეწყობისთვის და კონფლიქტის გზით თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს, მისი თქმით, უკრაინის ომში ჩანს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი