20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებზე დრონებით შეტევის შედეგად

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 7 ივლისს, დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ხარკოვის შევჩენკოს და სლობოდსკის რაიონებში დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
დაზიანებულია სახლები. ხანძარი გაჩნდა მრავალბინიანი კორპუსის ზედა სართულებზე.
ს ჯარები ქალაქ ხარკოვს და ხარკოვის ოლქს დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ.
7 ივლისს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო კიევსა და ოდესაზეც. ადგილობრივი ხელისუფლება მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული რამდენიმე ხანძრის შესახებ იუწყებოდა.
დილით დრონებით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი