2 400-ლარიანი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი 5.2%-ით გაიზარდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, ყოველთვიური ანაზღაურების მიმღებ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. მონაცემები 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება იმ პირთა წილში, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 2,400 ლარი ან მეტია. მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, 2,400 ლარი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. მონაცემები გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით 5.2%-ითაა გაზრდილი.
2024 წლის აპრილის თვისთვის, იმ პირთა წილი, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარზე ნაკლებია, წლიურ ჭრილში, 3.9%-ით შემცირდა და 15.1% შეადგინა.
გარდა ამისა, გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა თვიური ანაზღაურება 9,600 ლარს ან მეტს შეადგენს. 2024 წლის აპრილის მონაცემებით, ამ პირთა წილი, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, 2.5%-ს უტოლდება.

ასევე დაგაინტერესებთ