2 300 ლარით დააჯარიმა სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც “აგენტების კანონის” მიღების დღეს პარლამენტთან დააკავეს და სცემეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 300 ლარით დააჯარიმა , რომელიც პოლიციამ “აგენტების კანონის” მესამე მოსმენით მიღების დღეს, 14 მაისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დააკავა. გრიგორიადისი ამ დღეს დააკავეს მეგობარ გოგოსთან ერთად, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, იზოლატორში გადაყვანის გარეშე, თუმცა ის სხეულის დაზიანებით კლინიკაში მოხვდა. ლაზარე გრიგორიადისი კი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, დაკავების შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მან 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ლაზარე გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ.
14 მაისს ლაზარე გრიგორიადისის საქართველოს პარლამენტთან დაკავების კადრებში ჩანს, რომ დასაკავებლად პოლიციამ მას აქციის სიღრმემდე სდია. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიერებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს. დაკავებისას ლაზარე გრიგორიადისის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევას სწავლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ამ დღის პირველ ნახევარში სულ 13 მოქალაქე დააკავეს – დაკავებულთა შორის, ლაზარე გრიგორიადისი გარდა, იყო “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც სასტიკად არის ნაცემი დაკავებისას. ლაზარეს მსგავსად, ქაცარავაც ჰყვება, რომ ნაცემს ფოტოებს/ვიდეოს უღებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს