“2 წლის გოგონა დღეს დაკრძალეს – ელემენტი გადაყლაპა და შინაგანი ორგანოები დაუწვა” – მედია

7
“ამბების” ცნობით, 2 წლის ბავ­შვი, რომელმაც, სავარაუდოდ, ელე­მენ­ტი გა­დაყ­ლა­პა – გარ­და­იც­ვა­ლა. მცი­რე­წლო­ვა­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს.
AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა:
“უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი ორი წლის გო­გო­ნა კატო ია­და­ნაშ­ვი­ლია. ჩა­მო­ას­ვე­ნეს და დღეს დაკ­რძა­ლეს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ვე­ჯინ­ში. ოჯა­ხი არის გურ­ჯა­ა­ნი­დან, მაგ­რამ ცხოვ­რო­ბენ თბი­ლის­ში. ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა სის­ხლდე­ნით. რო­გორც მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბავ­შვს სა­ვა­რა­უ­დოდ თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­და­უყ­ლა­პია ელე­მენ­ტი, თურ­მე თა­ვი­დან ეს ფაქ­ტი ვერ შე­ნიშ­ნეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ეკ­რა რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნის, რა­ღაც ად­გილ­ზე გა­ჩერ­და.
დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­იხ­სნა ეს ელე­მენ­ტი და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ეწ­ვა ბავ­შვს. პა­ტა­რა იწვა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ­ბო­ბენ ასე­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბაო, მაგ­რამ ჩა­უ­ტა­რე­ბია სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სულ ექიმს. თუმ­ცა მას პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უთ­ქვამს, ვერ ვშვე­ლით ბავ­შვს და ამი­ტომ უნდა გავ­რის­კოთ და მე­ო­რე ოპე­რა­ცია უნდა გა­ვა­კე­თო­თო. გა­უ­კეთ­და მე­ო­რე ოპე­რა­ცია, მშობ­ლე­ბის თქმით, გა­ვი­და ოთხი დღე და კარ­გად იყო ბავ­შვი…
გუ­შინ წინ მშობ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს პა­ტა­რა კლი­ნი­კა­ში. საჭ­მე­ლი აჭა­მეს, ჩვე­უ­ლებ­რივ აქ­ტი­უ­რად იყო თურ­მე, იცი­ნო­და, საჭ­მე­ლიც ჭა­მაო. მაგ­რამ მერე მშობ­ლე­ბი სა­ღა­მოს შინ გა­უშ­ვეს, უთ­ქვამთ, – კარ­გად არის, ჩვენ მივ­ხე­დავთ და ხვალ დი­ლით მო­დი­თო. წა­მო­სუ­ლან მშობ­ლე­ბი სახ­ლში და სამ სა­ათ­ში და­უ­რე­კეს კლი­ნი­კი­დან რომ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო პა­ტა­რას, ვერ შე­ვა­ჩე­რეთ სის­ხლდე­ნა და გარ­და­იც­ვა­ლაო. უსაყ­ვარ­ლე­სი პა­ტა­რა აღარ ჰყავთ. ორი შვი­ლი ჰყავთ მშობ­ლებს, ეს ნა­ბო­ლა­რა გო­გო­ნა იყო. დღეს დავ­კრძა­ლეთ. ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შეა ოჯა­ხი. ვუ­სამ­ძიმ­რებ კი­დევ ერთხელ მათ ამ დიდ ტრა­გე­დი­ას. ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას