,,2 წელია, ს გამო, ბიზნესზე საგადასახადო კონტროლი შემსუბუქებულია”- აკაკი ჩარგეიშვილი

2024 წელს ჩატარდა და არჩევნების პერიოდში ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ცდილობს, ქვეყანაში საზოგადოებას, ბიზნესს, დისკომფორტი არ შეუქმნას. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ზეწოლაცა და კონტროლის სხვა მექანიზმებიც დაბალია,- ამის შესახებ ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა, აკაკი ჩარგეიშვილმა რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მთელი ეს პერიოდია, სახელმწიფოს “არ აწყობს” ბიზნესში ბევრი პრობლემა გამოვლინდეს.
,,2024 წელს ჩატარდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ცდილობს, ქვეყანაში საზოგადოებას, ბიზნესს, დისკომფორტი არ შეუქმნას. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ზეწოლაცა და კონტროლის სხვა მექანიზმებიც დაბალია. გარდა ამისა, არჩევნები იყო 2025 წელსაც. შესაბამისად, ეს ბოლო 2 წელი რეალურად არის ის პერიოდი, როცა სახელმწიფოს არ აწყობს, ბიზნეს სექტორში ბევრი პრობლემის გამოვლენა მოხდეს. ამდენად, ერთ-ერთი ფაქტორი დავების რაოდენობასთან მიმართებაში, როცა ძველი ბევრი გვაქვს და ახალი – ცოტა, სამწუხაროდ, ესეც არის”,- აღნიშნავს ჩარგეიშვილი.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტის განმარტებით, არსებული პრობლემების და უნდობლობის გამო, ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და სახელმწიფო უწყებებს თითქმის აღარ მიმართავენ, მათ შორის, არც ბიზნეს ომბუდსმენს.
,,ბიზნეს ომბუდსმენის დასკვნები და სტატისტიკა ყოველთვის სიმართლეს არ გვაძლევს, ვინაიდან თუ ბიზნეს ომბუდსმენთან რამე მიმართვიანობა იყო, მისი დასკვნები სწორედ ამ მიმართვებიდან გამომდინარეობს. არის უამრავი დავა, რომლის შესახებაც ბიზნეს ომბუდსმენს არ აქვს ინფორმაცია იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დავის დასარეგულირებლად მას არავინ მიმართა და არ მიმართა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უწყების მიმართ ნდობა დაბალია. ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული და სახელმწიფო უწყებებს უკვე თითქმის აღარ მიმართავენ, რადგან ცდილობენ, ესა თუ ის საკითხი თავად დაარეგულირონ. აქედან გამომდინარე, თუ საგადასახადო დავები არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესის საკითხები მოწესრიგებულია.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს თაროებზე უამრავი სადავო საკითხი დევს. პირადად პრაქტიკაში ვარ და ვხედავ, რა მდგომარეობაა სასამართლოში, სადაც დიდი ხნის დავების განხილვაც კი არ არის დაწყებული”,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი “კომერსანტთან” ინტერვიუში.