2 პოლიციელი, 0 ჩანაწერი და 0 მტკიცებულება – “ორივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, წვრილმან ხულიგნობა – დარღვევას ედავებიან.
“დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ. 2-ვე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო და ურთიერთგამომრიცხავი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. მალე მოვა ის დღე, როდესაც ყველა კანონ დამრღვევს მოგიწევთ კანონის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება. დრონი მეფობენ, დრონი”, – წერს ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ დაკავების დროს ქაცარავას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის დაზარალებულადაცაა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა