რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 2 მაისის ღამით 12 დრონი ჩამოაგდო სხვადასხვა რეგიონში: ხუთი – ბრიანსკის ოლქში, სამი კრასნოდარში, ორი როსტოვის ოლქში და თითო-თითო კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
რეგიონების მეთაურების მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კურსკის ოლქის გუბერნატორი წერს, რომ ერთ-ერთ სოფელში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტროდენი არ აქვს. დრონებით იერიშის შესახებ იტყობინებოდნენ ორიოლის და სმოლენსკის ოლქებიდან, მაგრამ იქ მათი ჩამოგდების შესახებ თავდაცვის სამინისტრო არაფერს წერს.
ორიოლის ოლქში მათი გაუვნებლების დროს დაზიანდა ენერგეტიკის ობიექტი, ხოლო სმოლენსკში, როგორც რეგიონული ხელმძღვანელი იტყობინება, იყო ენერგეტიკული ობიექტის დაზიანების მცდელობა. ამ ორივე რეგიონში დაზარალებულები არ არის.
ტელეგრამის არხის „ბაზას “მონაცემებით, კურსკის და ორიოლის ოლქებში დრონების სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის რეგიონებზე რეგულარულად ხდება დრონებით თავდასხმა და ცეცხლის დაშენა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება უკრაინის თავდასხმების „აღკვეთის“და ჩამოგდებული დრონების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე. არის მსხვერპლი და ზარალი. უმეტეს შემთხვევაში კიევი ამ ინციდენტებზე კომენტარს არ აკეთებს.