2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – ივანე ჩხაიძე

2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი.
„ბოლო ორი კვირაა, რაც გრიპი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის აღარ ფიქსირდება.
ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის დამახასიათებელია. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია. მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს“ – აღნიშნა ჩხაიძემ.
სრულად.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა