2 ივნისს სტამბოლში -რუსეთის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი იგეგმება – მზად არის

2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართება. პრეზიდენტი, ადასტურებს, რომ უკრაინის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამარხზე. იქვე აღნიშნავს, რომ დაჟინებით მოითხოვს სრულ დ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებასა და იმ ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ გაიყვანა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 29 მაისს განაცხადა, რომ მეორე რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იმავე შემადგენლობით წარდგება.
რუსეთის დელეგაციას პირველ რაუნდზე [15-16 მაისი] წარმოადგენდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მიხაილ გალუზინი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს [ГРУ] უფროსი – იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ალექსანდრ ფომინი.
ამ შემადგენლობას ზელენსკიმ “ბუტაფორიული” უწოდა 15 მაისს, როდესაც ის ჩავიდა თურქეთში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის განზრახვით, მაგრამ ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისს განაცხადა, რომ აუცილებელია უმაღლესი დონის შეხვედრის ორგანიზება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა გააგრძელოს ომი და მიაღწიოს დამატებით დათმობებს კიევისგან და დასავლეთის ქვეყნებისგან.
უკრაინის პოზიციებს მტკიცედ იცავენ ევროპელი მოკავშირეები. საგანგებოდ აქტიურობს „ვაიმარის სამკუთხედი“ – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის შემადგენლობით. მათ მჭიდრო კოორდინაცია აქვთ -სთან. რუსეთთან და მის პრეზიდენტთან მიმართებით ცვალებადია -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა. ტრამპი თავიდანვე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.
ფორუმი