2 იანვარს რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა

2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა „შაჰედის“ დრონებით, ათეულობით „კინჯალითა“ და რაკეტებით.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ ათამდე „კინჯალი“ და სხვადასხვა სახის 60 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბოლო ცნობებით დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა – 38, მათ შორის ბავშვი.
2 იანვრის დილას რუსულმა ჯარებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც, სადაც დაარტყეს ქალაქის საცხოვრებელ ზონას. ბოლო ცნობებით, ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 64 სამხედრო შეტაკება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება