2 იანვარს აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება

2 იანვარს, რუსთაველის გამზირზე აქცია „ბედობა რუსთაველზე” გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი „დაიტოვე” ავრცელებს.
„2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი! წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ანალოგიური აქცია 2 იანვარს, ასევე 19:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთანაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!