2 თვის თავზე არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც არ არიან, დაზარალებულადაც კი არ მცნეს – ალეკო ელისაშვილი

საგამოძიებო სამსახურში მისული ამბობს, რომ კოკა კაციტაძის უწყებაში მასზე ძალადობის საქმეზე, ორი თვის შემდეგაც კი არაფერი გაკეთებულა:
„2 თვეა ასე წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას და გამძების შედეგი არის, რომ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც კი არ არიან. კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი, ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა როგორი ნაცემი ვიყავი, კადრებშიც ჩანდა როგორ მონდომებით მირტყამდნენ და დაზარალებულადაც არ მცნეს. ასეთ სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები და ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას. რატომ არ მცნობენ დაზარალებულად, რეალურად რომ ვთქვა, ესენი სპეციალურად არ ატარებენ გამოძიებას, თუ ვიქნები დაზარალებული, ყველა მასალაზე წვდომა უნდა გვქონდეს მეც და ჩემს ადვოკატსაც. ჩემი ადვოკატი ყოველჯერ ეხმიანება, მაგრამ არა. არ უნდათ გაამხილონ იმ პოლიციელების ვინაობა, ვითომ ვერ გაარკვიეს. ორი თვეა -ს უგზავნიან კადრებს, ხომ არ იცით, ვინ არიან ეს თქვენი თანამშრომლებიო და ისინი ეუბნებიან არ ვიცით. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ “ოცნება”, რომელიც ბანდად არის გადაქცეული, დღეისათვის ეყრდნობიან ორ რესურსს – ერთია, ეს ვიღაც ქეციანი ზონდერები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან, თავს ესხმიან და ასისხლიანებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-მაგნიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ აკეთებენ. მე მოვედი აქ, რომ შევახსენო მათ, რომ როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ყველა ის დამნაშავე დაისჯება, რომელიც ჩემს მიმართ ძალადობაში მონაწილეობდა”.