2 დღეში შეგვაძენინეს აგარაკი, პირობა იყო როდესაც ამას გააკეთებთ, სულხანს გამოვუშვებთ, 12 საათზე გამოშვებული იქნებაო – ორთაჭალის ციხესთან ვართ ყველანი, უცებ ვიღაც გამოდის და არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო, ეს აგარაკი მერე ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს

2 დღეში შეგვაძენინეს აგარაკი, პირობა იყო როდესაც ამას გააკეთებთ, სულხანს გამოვუშვებთ, 12 საათზე გამოშვებული იქნებაო – ორთაჭალის ციხესთან ვართ ყველანი, უცებ ვიღაც გამოდის და არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო, ეს აგარაკი მერე ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, მისი შვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
თამაზ მოლაშვილმა გაიხსენა ის დაპირება, რომლის თანახმად, თუ მისი ოჯახი წყნეთში ერთ-ერთ აგარაკს შეიძენდა, სანაცვლოდ, სულხან მოლაშვილი გათავისუფლდებოდა. ოჯახის მხრიდან აგარაკის ყიდვის მიუხედავად, მისი თქმით, სულხან მოლაშვილი მაინც არ გაათავისუფლეს, ხოლო აგარაკი სახელმწიფოს გადაეცა.
“პირადად მე, [პროკურორმა] გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში, რომ რაღაც საბუთი წამომეღო. ვუთხარი, მითხრეს, რომ 10 დღე სჭირდება ამ საბუთის მომზადებას, არა, დარეკილია და მიდიო. ჩემს რძალთან, თათია ბახტურიძესთან შეიქმნა კონსილიუმი, აბა რა ვქნათ – პირადად მაგათი სიტყვა იყო ასეთი: როგორმე გავაკეთოთ ისე, რომ ეს აგარაკი მიშას “მივუგდოთო” და რომ მივცემთ ამას, სააკაშვილი ავა, ლენტს გაჭრისო, ეგ უნდა, პიარიო და მართლაც ასე გააკეთეს. ორ დღეში შეგვაძენინეს [აგარაკი], ფულს შეგროვება ხომ უნდოდა. ერთ დღეს ჩემმა რძალმა რომ ხელი მოაწერა, აგარაკი ვიყიდეო ამას გააკეთებთ თუ არა, სულხან მოლაშვილი სახლში იქნებაო – პირობა იყო ასეთი, როდესაც ამას გააკეთებთ, გამოვუშვებთო [სულხანს]. 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნებაო, ორთაჭალის ციხესთან ვართ მეც, ჩემებიც, უცებ ვიღაც გამოდის და არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო.
ეს აგარაკი მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს [მოლაშვილის ოჯახის მიერ შეძენილი აგარაკი]” – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს