გასული ღამის განმავლობაში ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული. ირანმა ათობით რაკეტა ისროლა ისრაელის მიმართულებით.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ირანელთა რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებდა. ამის მიუხედავად, მაინც არის მსხვერპლი.
გარდაიცვალა 2 ადამიანი – ცოლ-ქმარი, რომელთა სახლს დაეცა ჰაერშივე აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევები. გარდა ამისა, დაშავებულია ათობით ადამიანი. სამაშველო ჯგუფები ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
ირანის სარაკეტო იერიში იყო საპასუხო რეაქცია ისრაელის თავდახმებზე, რომელიც 13 ივნისის ღამეს დაიწყო. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, მათი სამიზნე იყო თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, მოკლეს ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
