2 წელში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორ წელში თბილისის ცა სრულად იქნება დაცული. მისი თქმით, ბოლო წლებში მიღებული დახმარებები, ხელშეკრულებები და შესყიდვები, რაც სამინისტრომ ამა თუ იმ საერთაშორისო აქტორთან თანამშრომლობით მიიღო, უფრო და უფრო გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
“ორ წელიწადში, იმ შესყიდვების მიღების შედეგად, რაც ჩვენ გავაფორმეთ, ფაქტობრივად, სრულად გვექნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა. მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. ეს არასდროს არ ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა”, – განაცხადა ბურჭულაძემ “იმედის” ეთერში.
მინისტრი განსაკუთრებით აღნიშნავს ევროკავშირის როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და იმ ათობით ათას მილიონ ევროს, რომელიც მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივიღეთ.
“გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ და დავდეთ ჩვენ ისეთი ხელშეკრულებები – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე, დახმარებებით, რომელიც აქამდე, პრინციპში არ ყოფილა თუნდაც, ევროკავშირის დახმარება, რომელიც პირველად 2021 წელს მივიღეთ ჩვენ, ეს პირველი პრეცედენტი იყო – დაახლოებით 13 მილიონი ევრო. 20 მილიონი მივიღეთ შემდეგ წელს, 30 [შემდეგ წელს] და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ ჩვენ”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც