1939 წლის კომიქსი „სუპერმენი №1“ რეკორდულ 9.12 მილიონ დოლარად გაიყიდა

1939 წლის „სუპერმენი №1“, Heritage Auctions-ზე რეკორდულ ფასად 9.12 მილიონ დოლარად გაიყიდა, – ამის შესახებ CNN იტყობინება. როგორც გაირკვა, გამოშვება კალიფორნიელმა სამმა ძმამ აღმოაჩინეს, როდესაც გარდაცვლილი დედის პირად ნივთებს ალაგებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ქალი კოლექციას აგროვებდა, თავად კომიქსები დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა.
ნომრის შესყიდვის ფასი მხოლოდ ათი ცენტი იყო. ის მუყაოს ყუთში, ძველი გაზეთების გროვის ქვეშ ინახებოდა. მიუხედავად ამისა, ლოტი იდეალურ მდგომარეობაში იყო. Heritage Auctions-ის ექსპერტებმა აღმოჩენას ასეთი რარიტეტისთვის ყველაზე მაღალი შეფასება მიანიჭეს: 9.0.
წინა რეკორდი 2024 წელს დამყარდა, როდესაც 1938 წლის Action Comics-ის პირველი ნომერი 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
წყარო: interfax