19 წლის ბიჭს 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავეს 19 წლის ბიჭი, რომელსაც არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. შემთხვევა ორი დღის წინ, 10 ივლისს, მარნეულში მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს, 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, – წერია უწყების მიერ გავრცდელებულ განცხადებაში.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, დაზარალებულ 16 წლის ბიჭს 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრბა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები – მის პატრონს უყვარს სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება