ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 49-ე პოზიციას იკავებს.
მენშიკი ATP ტურში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მან სეზონის დასაწყისში Next Gen-ის ტურნირზეც იასპარეზა, სადაც მონაწილეობას ახალგაზრდა ნიჭიერი და მომავალი სავარაუდო ვარსკვლავები იღებენ.
ბასილაშვილი ჩეხს აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა და 2024 წლის თებერვალში ბაბრეინში მანამას ჩელენჯერზე ორ სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.
თუ ბასილაშვილი ჩეხურ ბარიერს დაძლევს, მომდევნო ეტაპზე ესპანელ ხაიმე მუნარსა და ნორვეგიელ კასპერ რუდს
შორის უკეთესს ეთამაშება.
შეხსენებისთვის, ნიკოლოზმა ძირითად ეტაპამდე საკვალიფიკაციო ბადე დაძლია და გზად სამი ჩოგბურთელი დაამარცხა.