19-წლიანი ტელეეთერის შემდეგ, Comedy Club-ის შოუ იხურება

Comedy Club-ის შოუ, რომელიც რუსულ არხზე TNT გადიოდა, იხურება. ამის შესახებ Forbes-ი Gazprom-Media Entertainment Television-ზე დაყრდნობით იუწყება.
„ვადასტურებთ, რომ კომედი კლუბი იხურება“, – ციტირებს კომპანიის პრესსამსახური, Comedy Club-ის კრეატიული პროდიუსერის, გარიკ ხარლამოვის განცხადებას.
როგორც „ვედომოსტი“ აღნიშნავს, სექტემბერში, TNT არხის დირექტორმა თინა კანდელაკმა მიანიშნა, რომ პროექტი განახლდება და თქვა, რომ ხარლამოვმა „უამრავი ახალი იდეა შემოგვთავაზა, ეს ეხება სცენას, მუსიკას, შინაარსს, ასევე თავად იუმორს“.
Comedy Club Production-ის მიერ წარმოებული Comedy Club-ის შოუ TNT-ზე 2005 წლის 23 აპრილიდან გადის. გადაცემა არაერთხელ გახდა რუსული სატელევიზიო ჯილდოს „TEFI“ ლაურეატი.