19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 26 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინას, უელსს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო), ანანო სიგუა (რაჭა)
დაცვა: მარიამ კაკულია (დინამო გაგრა), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნატა
კვირკვაია (ნიკე-ლუსო), ლიზი გოგალაძე (კვარტალი), ნათია ცეცხლაძე (ნიკე-ლუსო), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანა საგირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ მამფორია (რუსთავი), თინათინ ამბალია (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ ობოლაძე (ჰეგაუერი, გერმანია), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, ), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თაკო ბულია (კოლხეთი ხობი)
მატჩების განრიგი
26 ნოემბერი | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო | 16:00
29 ნოემბერი | უელსი – საქართველო | 16:00
2 დეკემბერი | საქართველო – ლიეტუვა | 16:00
nakrebi.ge