19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან – შემადგენლობა

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ბოსნია და ჰერცეგოვინის ასაკობრივ გუნდთან გასვლაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩებს 10 და 12 ოქტომბერს, ქალაქ ზენიცაში მდებარე მასპინძელი ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.
ვასილ მაისურაძემ, აღნიშნული შეხვედრებისთვის 21 ფეხბურთელი გამოიძახა. აღნიშნული ასაკობრივი გუნდი, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში – სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ღაღვიშვილი (დინამო თბილისი), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ღონღაძე (დინამო თბილისი).
მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), საბა მურვანიძე (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: გიორგი (დილა გორი), საბა ნიორაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ხალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (შარლერუა, ბელგია), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999).
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
Geo Team: “ბაიერნის” ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ – შემადგნელობა და მატჩების განრიგი