19 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.3 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 7.5 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს (GETC31725061) განათავსებს.
აუქციონში მონაწილეობის მსურველები გაცნობილი უნდა იყვნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულებას” და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას.
აუქციონის შედეგები გამოქვეყნდება ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდებზე არაუგვიანეს აუქციონის დღის 18:00 საათისა
აუქციონის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.