19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
ს შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 19 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე, ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი ბენდი „მგზავრები“ იქნება, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ – ლაშა ხუციშვილი

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს – ლევან მოსეშვილი