19 ივლისს ოპოზიციური პარტიები, აქტივისტები და სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც უარეს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 19 ივლისს საპროტესტო აქცია- მსვლელობას დააანონსეს.
პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკურმა პარტიებმა აღნიშნეს, რომ რეჟიმს უპირისპირდებიან და თვლიან, რომ სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხე ა.
“თავისუფლების მოედნის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ 8 პარტიის სახელით წაიკითხა განცხადება და მოქალაქეებს მოწოდა, 19 ივლისს აქციას შეუერთდნენ.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის “არჩევნებად” წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე;
ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა;
მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას;
“ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;
ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს;
ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც;
სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;
ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, სტუდენტებმაც გააკეთეს განცხადება. მათ აღნიშნეს, რომ ყველა პარტია, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თავისუფლებისთვის ბრძოლის გზიდან გადაუხვევს.
“ჩვენ სტუდენტები ვირჩევთ წინაამღდეგობისა და რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გზას. რეჟიმის პირობებში ჩატარებულ ფარსს არასდროს ერქმევა . 4 ოქტომბერს ქართული ოცნება გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას
ყველა სუბიექტი ვინც მიიღებს მონაწილეობს ამ ფარსში იგი გადაუხვევს წინააღმდეგობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზას
სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მაშინ როდესაც ქართული ოცნების რეჟიმს ჩამოვშლით.
19 ივლისი 7 საათზე გაიმართება მსვლელობა თსუს 1 კორპუსიდან პარლამენტამდე”, – აღნიშნა სტუდენტმა ლუკა ხიზაძემ.