ვერძი
დილას წინა დღეების დაღლილობა თავს იჩენს, თუმცა თანდათან თქვენი აქტიურობა მოიმატებს და საღამოს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებთან გამკლავებას შეძლებთ. პიროვნული თვისებების დამსახურებით ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, ამ მომენტით ისარგებლოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაგეგმოთ.
კურო
კოლეგები და საყვარელი ადამიანები თქვენს ლიდერულ თვისებებს ღირსეულად დააფასებენ. ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ ამ დღეს შეთავაზებას მიიღებთ, უნდა დათანხმდეთ. მეტიც, ეცადეთ ახალ, საინტერესო პროექტებსა და გარიგებებში ჩაერთოთ – ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ტყუპები
მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. დილიდან ყურადღების ცენტრში იქნებით – თქვენი პროფესიული რჩევა და დახმარება ბევრ ადამიანს დასჭირდება, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობაში გულწრფელობას და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ.
კირჩხიბი
დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით და ცდილობთ, მუშაობისთვის განეწყოთ. კოლეგებთან საუბარი და სამუშაო გეგმების განხილვა განწყობას აგიმაღლებთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. საღამოს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ეცადეთ, მოქმედებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ.
ლომი
დღის პირველი ნახევარი ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერია. აქტიურობა და კომუნიკაბელურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მისცეთ დაპირება, რომლის შესრულება გაგიჭირდებათ და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას მოერიდოთ. ჯიბეში ფანქარი და ქაღალდი ჩაიდეთ და ყველა იდეა ჩაიწერეთ, რაც თავში მოგივათ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.
ქალწული
უმჯობესია, ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ და ყოველდღიურ საქმიანობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავთ, რომლებშიც იქნება მინიშნება თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
სასწორი
გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და საქმეს ახლავე შეუდგეთ. ეცადეთ, უარყოფითი მოგონებები წარსულში დატოვოთ. ადამიანმა, რომელთანაც ამ დღეს ურთიერთობა გელით, შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრიოთ, ამიტომ ნაკლები იკამათეთ და უარყოფითად განწყობილ თანამოსაუბრეებს ერიდეთ.
მორიელი
ამ დღეს ნებისმიერ შეთავაზებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ და ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, ამიტომ გირჩევთ, სათადარიგო გეგმა შეადგინოთ და ფხიზლად იყოთ. თქვენი განწყობა პირად ურთიერთობებზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ.
მშვილდოსანი
ისეთი განცდა გაქვთ, რომ თავგზა დაგებნათ და სიტუაციის შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს და კოლეგებს გულწრფელად ესაუბროთ და საკამათო საკითხები შეთანხმებით მოაგვაროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მომხდარი სრულად შეაფასოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გირჩევთ, კარგად დაისვენოთ, რათა მნიშვნელოვანი პროექტის წინ ძალების აღდგენა შეძლოთ.
თხის რქა
ამ დღეს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს ან ინვესტიციებს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე უმჯობესია, გულწრფელად ესაუბროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე დახარჯოთ და არა ჩხუბზე.
მერწყული
თუ ხვდებით, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს სტრესის გარეშე ვერ გაუმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვეთ. ამ დღეს კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება კარგი იდეა არ არის – ასე მხოლოდ დროს და ენერგიას დაკარგავთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.
თევზები
თუ საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ და არ იცით, რა გსურთ, გირჩევთ, პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი ეჭვები გაუზიაროთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობები და რა გელით მომავალში. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.