19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება, 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება

მომავალ კვირას – 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო – საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ.
რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.